გელზენკირხენის “შალკე” უახლოეს მომავალში გუნდის ჰოლანდიელ ფორვარდთან კლაას იან ჰუნტელაართან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ “სქაი სპორტი” გვამცნობს.
ჰუნტელაარს მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. ჰოლანდიელი ფორვარდი “ხუმარების” რიგებში 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 105 შეხვედრაში 63 გოლი აქვს გატანილი.









