ფიდემ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ფიდე ახალ რეიტინგებს ყოველი თვის დასაწყისში აქვეყნებს.
ტაშკენტში (უზბეკეთი) დასრულებულ გრან-პრის ერთ-ერთ ეტაპზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ, ვაჟთა შორის საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკე ბაადურ ჯობავას ამჟამად 2722 ქულა აქვს და 28-ე ადგილზე იმყოფება. ქართველ ვაჟთაგან ასეულში სხვა არავინ იმყოფება.
გთავაზობთ ვაჟთა შორის საუკეთესო პირველ ათეულს: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2863); 2. ფაბიანო კარუანა (იტალია, 2839); 3. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2800); 4. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2797); 5. ალექსანდრ ერიშჩუკი (რუსეთი, 2795); 6. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2792); 7. ანიშ გირი (ჰოლანდია, 2776); 8. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2770); 9. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2767); 10. სოუ ვესლი (აშშ, 2762).
ქალთა შორის პირველ ხუთეულში იმყოფება საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე.
გთავაზობთ ქალთა შორის საუკეთესო პირველ ათეულს: 1. იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2675); 2. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2673); 3. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2582); 4. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2581); 5. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2570); 6. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2545); 7. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2541); 8. ეკატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2530); 9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2529); 10. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525).
ქართველი მოჭადრაკეებიდან ძაგნიძის გარდა ასეულში იმყოფებიან: 17. ბელა ხოტენაშვილი (2486); 29. სალომე მელია (2473); 39. ნინო ხურციძე (2451); 42. ნინო ბაციაშვილი (2442); 80. სოფიკო გურამიშვილი (2388); 84. მერი არაბიძე (2378); 94 მაია ლომინეიშვილი (2364).
20 წლამდე გოგონათა შორის ქართველი მოჭადარაკეებიდან ასეულში იმყოფებიან: 8. მერი არაბიძე (2378); 24. ნატო იმნაძე (2292); 47. მარიამ დანელია (2228); 69. ნინო ხომერიკი (2187).









