1935 – დაიბადა ფლოიდ პატერსონი. ყველა დროის ერთერთი საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. დაიბადა ბრუკლინში, ღარიბ ოჯახში. ფლოიდს ათი და-ძმა ჰყავდა. კრივში მეცადინეობა 14 წლისამ კუს დ’ამატოს მეთვალყურებით დაიწყო. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე საშუალო წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1956
მნიშვნელოვანი ფაქტები
1887 – ტომას სტევენსი პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ველოსიპედით მსოფლიოს შემოუარა.
1904 – ჰოკეიში სტენლის თასისათვის ბრძოლის პირველ მატჩში ”ოტავა სილვერმა” ”ვინიპეგ როუინგ კლაბი” დაამარცხა.
1927 – ინგლისური პრემიერლიგის ”მიდლსბროს” მთავარ მწვრთნელად პიტერ მაკკუილამი დაინიშნა. მას იმ დროისათვის სარეკორდო ხელფასი, წელიწადში 1 500 გირვანქა დაენიშნა.
1966 – სტივ ჩალმერსი მესამე ფეხბურთელი შეიქნა, რომელმაც გლაზგოს ”ოლდ ფირმის” დერბიში ჰეთ-თრიკი შეასრულა. იმ დღეს ”სელტიკმა” ”რეინჯერსი” 5:1 დაამარცხა. გლაზგოურ დერბიში პირველად სამი გოლი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჯიმი ქუინმა გაახერხა, ხოლო 1957 წლის შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში სამჯერ თავი ბილი მაკპეილმა გამოიჩინა.
1975 – ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ”მონრეალ კანადიენსმა” ”ვაშინგტონ კეპიტალზს” 10:0 მოუგო.
1980 – აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები მოსკოვის საზაფხულო თამაშებზე მონაწილეობას არ მიიღებდა.
1981 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ტიჩერმა უორვიკი 7:5, 7:6, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 69-ე ჩემპიონი გახდა.
1984 – ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიან მატჩში ”ედმონტო ოილერზმა” ”მინესოტა” 12:8 დაამარცხა.
1986 – ამერიკულ სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში (NჩAA) დევიდ რობინსონმა ერთ მატჩში სარეკორდო რაოდენობის დაფარება, 14 განახორციელა. შემდგომში რობინსონმა წარმატებით ეროვნულ საკალათბურთო ლიგაშიც (NBA) იასპარეზა. ”ადმირალად” წოდებულმა დევიდმა ორჯერ მოიპოვა ჩემპნიონის ტიტული (”
1991 – ჩინელი ფუ მინჰუა 12 წლის ასაკში გახდა მოცურავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.
2000 – ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად პელე დაასახელა.
2005 – ახალგაზრდა ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრებმა რუსეთისას 6:1 მოუგო.
2005 – ჯერმენ ო’ნილმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში 55 ქულა გააკეთა და 11 მოხსნა განახორციელა. ო’ნილის ”
2005 – 2004 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) კევინ გარნეტმა 47 ქულა და 17 მოხსნა გააკეთა, თუმცა, მისი ”მინესოტა თიმბერვულვზი” ”ფინიკს სანზთან” მაინც დამარცხდა (115:122).
2008 – ოთხი ფრანგი ტურისტის მკვლელობისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო შეწყდა პარიზ-დაკარის 30-ე ავტორბოლა.
2008 – სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ 2007 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ჩოგბურთელები როჯერ ფედერერი და ჟუსტინ ენინი დაასახელა.
2009. ბექა გოცირიძემ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა უკრაინულ “დნიპროსთან”. ტრანსფერის ღირებულებამ მილიონი ევრო შეადგინა.
2009. ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღის პირველობის ფინალში შვეიცარიელ როჯერ ფედერერს მოუგო და მსოფლიოს კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
2010. 20 თვიანი პაუზის შემდეგ ბელგიელი ჩოგბურტელი ჟუსტინ ენინი კორტს მოგების დაუბრუნდა. ბრისბენის ტურნირზე მან მეორე ნომრად განთესილ ნადია პეტროვას 7:5, 7:5 სძლია.
2012. ევროლიგაზე სტამბოლის "ფენერბაჰჩე-ულქერმა" იტალიური სიენას "მონტეპასკის" უმასპინძლა და 92:98 დამარცხდა. ვიქტორ სანიკიძემ "მონტეპასკიში" გადასვლის შემდეგ ყველაზე მეტი, 19 ქულა მიითვალა. ვიქტორის სრული მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 19 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
ამ დღეს დაიბადნენ
1888 – არტურ ბერი. ინგლისელი ფეხბურთელი. 1908 და 1912 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.
1925 – ვეიკო ჰაკულინენი. ფინელი მოთხილამურე. 30 და 50 კილომეტრზე რბენაში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1930 – დონ შულა. ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. დიდი ხნის განმავლობაში იყო ”მაიამი დოლფინზის” დამრიგებელი.
1935 – ფლოიდ პატერსონი. ყველა დროის ერთერთი საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. დაიბადა ბრუკლინში, ღარიბ ოჯახში. ფლოიდს ათი და-ძმა ჰყავდა. კრივში მეცადინეობა 14 წლისამ კუს დ’ამატოს მეთვალყურებით დაიწყო. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე საშუალო წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1956
1939 – იგორ ჩისლენკო. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს” ფორვარდი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1962 და 1966 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ნაკრების 53 მატჩში გაიტანა 20 გოლი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საკავშირო პირველობების 228 შეხვედრაში გაიტანა 68 გოლი. გარდაიცვალა 1994
1949. ფირუზ კანთელაძე. თბილისის “დინამოს” მცველი. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1976 და 1979 წლებში დაეუფლა საკავშირო თასს. საკავშირო პირველობათა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფინალისტი.
1951 – ბარბარა ელ კოჰრანი. ამერიკელი მოთხილამურე. სლალომში 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.
1954 – ოლეგ რომანცევი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ”სპარტაკის” მარცხენა მცველი და კაპიტანი. 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. საბჭოთა კავშირის 1979 წლის პირველობის ჩემპიონი. საკავშირო პირველობათა 165 მატჩში გაიტანა 8 გოლი. ოლეგ რომანცევი წვრთნიდა რუსეთის ნაკრებს, ვლადიკავკაზისა და მოსკოვის ”სპარტაკს”, მოსკოვის ”დინამოს”. რომანცევმა რუსეთის ნაკრების ევროპის 1996 და მსოფლიოს 2002 წლების პირველობების დასკვნით ეტაპებზე გაიყვანა. მისი მეთაურობით მოსკოვის ”სპარტაკი” 1989, 1992, 1993, 1994, 1997, 1998, 2000 და 2001 წლებში გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
1962 – ჯო კლეინი. ”ფინიკს სანზისა” და ”ჩიკაგო ბულზის” მეფარე (211 სმ).
1965 – გი ფორჟე. ფრანგი ჩოგბურთელი. დაიბადა მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში. 1982
1969 – კიის ვან ვონდერენი. ჰოლანდიის ნაკრების, ”ნაიმეგენისა” და ”ბრედას” ფეხბურთელი.
1973 – გიორგი ანჩაბაძე. თბილისის ”მართვეს”, ”ანცის”, ”შევარდენის”, ”ლოკომოტივისა” და ”დინამოს”, აშქელონის ”ჰაპოელისა” და მეხელენის ”რასინგის” ნახევარმცველი. დსთ-ის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (2004). საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1977 – დმიტრი ნაბოკოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და ”ნიუ იორკ აილენდერზის” ცენტრფორვარდი.
1985 – ელ ჯეფერსონი. ”









