საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ, უკანახაზელ გიორგი ცინცაძისა და მაკედონიის კლუბ “სკოპიეს” გზები გაიყარა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის თანაშემწე დავით უსტიაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ცინცაძე “სკოპიეში” 2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა. გუნდში მთავარ მწვრთნელად ვრბიცა სტეფანოვის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზმაგო საგადინი შეცვალა, ცინცაძეს თამაში იშვიათად უწევდა. გამორიცხული არაა, რომ ეს გახდა ცინცაძის გუნდიდან წასვლის მიზეზი. ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან ტელეფონით ცინცაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ცინცაძე კარიერას.







