ფეხბურთი

10:51 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მეტად “ამრთმევი” ფეხბურთელები

ევროსპორტმა ევროპულ ლიგებში ყველაზე გაუვალი ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა. ანუ, იმ ფეხბურთელების სიაა, რომლებიც ყველაზე მეტჯერ ახერხებენ ბურთის ართმევას მეტოქისთვის. სიაში მოხვდნენ ისინი, რომლებიც სეზონში მატჩების მინიმუმ 75 პროცენტს ატარებენ.

საგულისხმოა, რომ ათეულში ნაკლებად ცნობილი მოთამაშეები უფრო გვხვდებიან. სტატისტიკური მონაცემები დათვლილია 1 აგვისტოდან.

  1. ნგოლო კანტე (კაენი). ნახევარმცველი, ფრანგი მალური წარმოშობის. საშუალოდ 5,4 ართმევა 90 წუთში
  2. აბდულ რაჰმან ბაბა (აუგსბურგი). განელი მცველი. საშუალოდ 4,9 ართმევა
  3. ვიქტორ ვინიამა (საუთჰემპტონი). კენიელი მცველი. საშუალოდ 4,8 ართმევა
  4. ალანი (უდინეზე). ბრაზილიელი ნახევარმცველი. საშუალოდ 4,7 ართმევა
  5. გაბი (ატლეტიკო). ესპანელი ნახევარმცველი. საშუალოდ 4,6 ართმევა
  6. სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი). ესპანელი ნახევარმცველი. საშუალოდ 4,5 ართმევა
  7. მოჰამედ დიამე (ჰალი). სენეგალელი ნახევარმცველი. საშუალოდ 4,55 ართმევა
  8. ვალონ ბეჰრამი (ჰამბურგი). შვეიცარიელი ნახევარმცველი. საშუალოდ 4,5 ართმევა
  9. ჟერემი ტულალანი (მონაკო). ფრანგი ნახევარმცველი. საშუალოდ 4,45 ართმევა
  10. ლუკა რიჯონი (პალერმო). იტალიელი ნახევარმცველი. საშუალოდ 4,45 ართმევა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092835