goal.com-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლუიშ ნანი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ლისაბონის "სპორტინგშია" განათხოვრებული, შესაძლოა კვლავ ინგლისში დაბრუნდეს.
თავად ნანი კი აღნიშნავს, რომ პორტუგალიურ კლუბში თავს კარგად გრძნობს და ინგლისში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. ნახევარმცველი ლისაბონურ გრანდში სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული.
27 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად "სპორტინგის" ღირსებას 19 აგვისტოდან იცავს. სულ კი მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 13 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.







