საფეხბურთო კლუბ რუსთავის “მეტალურგი”-ს სათავეში შესაძლოა ლერი სულაბერიძე და ნუკრი კაკილაშვილი მივიდნენ. ეს ინფორმაცია კულუარულია და ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. თუმცა, სულაბერიძე და კაკილაშვილი “მეტალურგი” - “მერანი”-ს მატჩს დაესწრნენ, რომლის დასრულების მერე რუსთაველთა ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მცირე ხანს ესაუბრნენ.
თბილისის “დინამო”-ში მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს სულაბერიძე კლუბის დირექტორატის წევრი იყო. ხოლო კაკილაშვილი წლების განმავლობაში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის დირექტორად მუშაობდა.







