“უდინეზეს” 37 წლის თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ შპორტწეეკ-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის არ აპირებს სამწვრთნელო კარიერა გაიკეთოს. მისივე თქმით, სურვილი ჰქონდა “ლივერპულში” ეთამაშა.
“ჩემს მწვრთნელობაზე არ ვიცი რა ვთქვა, რთულია ფეხბურთელებთან კონტაქტის დამყარება. არ ვნანობ, რომ “იუვენტუსიდან” მქოდნა შემოთავაზება და არ დავთანხმდი. "უდინეზე” დიდი კლუბია, ამ გუნდმა მომცა ყველაფერი და გამხადა ისეთი, როგორიც ახლა ვარ. უცხოეთში თუ რომელიმე კლუბში ვითამაშებდი, მხოლოდ “ლივერპულში”, რადგან “ენფილდზე” უნიკალური ატმოსფეროა” – განაცხადა დი ნატალემ.





