...მაგრამ, პოულისთვის ქულებს არ იძლევიან! სამქიმიანი თანგუნდლები მხოლოდ 0.033 წამმა დააშორა, რაც პრაქტიკულად არაფერია. უფრო საინტერესო ისაა, რომ პოულის დროს მხოლოდ 0.224 წამით ჩამორჩა მესამე ადგილზე გასული ფელიპე მასა, ბრაზილიელის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი კი - 0.282 წამით. ეს კი ის დროა, რომელიც „მერსედესის“ თანაგუნდელებსაც კი აშორებდა ხოლმე.
მოკლედ, ამ სეზონში თუ გამარჯვებებში ჰამილტონი ორჯერ და მეტად სჯობს თავის თანაგუნდელს, კვალიფიკაციებში პირიქითაა - როსბერგმა უკვე მეათე პოული მოიპოვა. თანაც გერმანელი ჰამილტონს სამივე პრაქტიკაზეც სჯობდა და კვალიფიკაციის სამივე ეტაპზეც უფრო სწრაფი იყო. კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ, გუნდის რადიოთი მილოცვას როსბერგმა შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „შესანიშნავი სამუშაოა, მთავარია ამან რბოლაშიც ასეთი შედეგი მოგვცეს. ძალიან მჭირდება, რომ ასე მოხდეს, რაც ოსტინში ვერ მივიღე. ოსტინის რბოლიდან გაკვეთილი მივიღე და ვიცი, რაც მჭირდება. ამიტომ, ხვალინდელი რბოლის იმედი მაქვს“, - განცხადა როსბერგმა, ვინც ამერიკული რბოლაც პოულიდან დაიწყო, მაგრამ ფინიშთან პირველი მაინც ჰამილტონი მივიდა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე რბოლა მოიგო.
„ნიკომ შესანიშნავი წრე გაიარა. მე ცოტა დრო მეათე მოსახვევში დავკარგე. და შესაძლოა, პირველ მოსახვევშიც... ხვალ დიდი რბოლა გველის და ძალიან მინდა, რომ მოვიგო“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც როსბერგს 24 ქულას უგებს.
მასას მესამე შედეგს აღტაცებული შეხვდა ბრაზილიელი მაყურებელი, რომელმაც 2008 წელს, ლამის კიდევ ერთი ბრაზილიელი ჩემპიონის დაბადება იხილა, მაგრამ სწორედ ჰამილტონმა გაუცრუა იმედი. „ძალიან ემოციური მომენტია, როცა იცი, რომ ბრაზილიაში ისევ კონკრენტუნარიანი მანქანით გამოდიხარ. სიმართლე რომ ვთქვა, მანქანისგან ყველაფერი არ გამომიწურავს, რადგან სწრაფ წრეზე ტრეფიკი შემხვდა. თანაც გარაჟშიც პრობლემები მქონდა და ამის გამო ვერ შევძელი დროის გაუმჯობესება“, - ამბობს მასა.
ბრაზილიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:10.023
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:10.056
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:10.247
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:10.305
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:10.930
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:10.938
- კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:10.969
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:10.977
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:11.075
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:11.099
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:11.591
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:11.976
- ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:12.099
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) დროის გარეშე
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:12.037
- ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:12.040
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:12.076
- პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:12.233







