ფეხბურთი

20:56 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენცო ზიდანის სადებიუტო მატჩი

ლეგენდარული ზინედინ ზიდანის 19 წლის შვილმა ენცომ მადრიდის “რეალის” ბ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. სეგუნდა დივიზიონის ბ ლიგის მატჩში ენცო მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე.

2004 წლიდან მოყოლებული ენცო ზიდანი “კასტილიაში” იზრდებოდა, 2014 წელს “რეალის” მესამე, ხოლო ახალი სეზონის დასაწყისში მადრიდელთა სარეზერვო გუნდში აღმოჩნდა.

ენცო 1995 წელს ბორდოში დაიბადა. 2009 წელს ესპანეთის 15-წლამდე ნაკრების მაისური მოირგო, ხოლო მიმდინარე წელს საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094158