კალათბურთი

15:13 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდელებმა ლატვიაში “იაგლაც” გაანადგურეს

14-წლამდე კალათბურთელთა მორიგი წარმატება ლატვიაში. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაბმამდე საქართველოს 2001 წელს დაბადებულთა ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში ამხანაგურ მატჩებს მართავს. ლატვიის ჩემპიონი “რიზენსის“ დამარცხების შემდეგ, ქართველებმა რიგის კიდევ ერთი გუნდი – “იაგლა“ გაანადგურეს.

თუკი პირველ მატჩში 1 წლით უმცროსებს ეთამაშნენ, ამჯერად ქართველებს თანატოლებთან მოუწიათ გაჯიბრება. მიუხედავად ამისა, ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 44 ქულის სხვაობით – 86:42 გაანადგურა.

ჩვენი ნაკრების მენეჯერის, გივი სანაძის თქმით, მომავალ მატჩში საქართველო ყველაზე ძლიერ მეტოქეს შეხვდება: “მასპინძლებმა თქვეს, თქვენ ძალიან ძლიერი გუნდი გყოლიათ და ხვალ სათამაშოდ არანაკლებ ძლიერ მეტოქეს შეგირჩევთო“.

ქართველები ლატვიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერერკის გაშვებას დაესწრნენ, გუშინ კი ისინი მასპინძლებმა ევროთასის მატჩზე დაპატიჟეს, რომელშიც ვეფ-ი რუსულ “ხიმკის“ შეხვდა.

www.gbf.ge

0.092429