გამთენიისას NBA-ში ორი მატჩი გაიმართა. “მაიამი ჰიტი” შინ 17-ქულიანი სხვაობით “კლიპერსთან”დამარცხდა - 93:110. მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა, ლოს ანჯელესურმა კლუბმა 39:15 იმარჯვა. შემდეგი სამი პერიოდი ფორმალობა გამოდგა. “კლიპერსს” კრის პოლმა და ბლეიკ გრიფინმა ულიდერეს, ორივემ 26-26 ქულა ჩააგდო. პოლმა 12 პასიც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. “მაიამის” ლიდერი დუვეინ ვეიდი აკლდა, კაპიტანის არყოფნაში გუნდის ლიდერობა კრის ბოშმა ითავა, კრისის მონაგარი 28 ქულა და 7 მოხსნა გახლდათ. “მაიამის” 6 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა, “ჰიტი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. “ლოს ანჯელეს კლიპერსს” 7 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა, კალიფორნიული კლუბი დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
“საკრამენტო კინგზმა” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგო ბულზი” 103:88 დაამარცხა. “საკრამენტოს” რიგებში 22 ქულით საუკეთესო იყო დემარკუს კაზინსი და 20 ქულით რუდი გეი. “ჩიკაგოს” ლიდერის, დერეკ როუზის არყოფნაში, გუნდს ჯიმი ბატლერმა ულიდერა 23 ქულით. პირველი პერიოდი “ჩიკაგომ მოიგო 29:22, მაგრამ შემდეგ სამივე პერიოდში დამარცხდა. “ჩიკაგოს” 8 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. “საკრამენტოს”7 მოგება და 5 წაგება აქვს, კალიფორნიელები დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებენ.
“მაიამი ჰიტი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 93:110 (15:39, 25:19, 26:30, 27:22)
“მაიამი”: ბოში (28 ქ. 7 მ.) ნაპიერი (17 ქ. 5 მ.), დენგი (13 ქ 5 მ.), ჩელმერი (13 ქ.), ბრაუნი (9 ქ.), უილიამსი (7 ქ.), ენისი (2 ქ.), გრეინჯერი (2 ქ.), მაკრობერტსი (2 ქ.)
“კლიპერსი”: პოლი (26 ქ. 12 პ.), გრიფინი (26 ქ. 7 მ.), რედიკი (14 ქ.), ჯორდანი (12 ქ. 11 მ.), ბარნსი (9 ქ.), ჰეივსი (6 ქ. 5 მ.), კროუფორდი (5 ქ. 9 პ.), დევისი (4 ქ.), თურქოღლუ (3 ქ.), ფარმარი (3 ქ.)
“საკრამენტო კინგზი” – “ჩიკაგო ბულზი” 103:88 (22:29, 30:18, 28:21, 23:20)
“საკრამენტო”: კაზინსი (22 ქ. 14 მ.), გეი (20 ქ. 7 მ.), კოლისონი (17 ქ. 12 პ.), კასპი (14 ქ.), მაკლემორი (11 ქ.), უილიამსი (10 ქ.), ტომპსონი (3 ქ.), ლენდრი (2 ქ.)
“ჩიკაგო”: ბატლერი (23 ქ. 8 მ.), დანლივი (12 ქ.), გიბსონი (12 ქ. 8 მ.), ბრუქსი (12 ქ.), ნია (10 ქ. 11 მ.), ჰაინრიხი (9 ქ. 7 პ.), მიროტიჩი (7 ქ. 5 მ.), მაკდერმოტი (1 ქ.)







