კალათბურთი

14:21 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩიც მოიგო

საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიაში ამხანაგური მატჩები წარმატებით დაასრულა და 21 ნოემბერს ოფიციალურ ტურნირში ჩაებმება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილ ქართველებს ესტონეთის ქალაქ ტარტუში 5 ოფიციალური მატჩი ელით, რომელსაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის ეგიდით გამართავენ.

ბოლო საკონტროლო მატჩი ქართველებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართეს. ჩვენი მეტოქე იყო იმ კლუბის თანატოლთა გუნდი, რომლის ერთი წლით უმცროსებიც საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ 34 ქულით დაამარცხა.

ქართველებს არც თანატოლების დამარცხება გაუჭირდათ და „რიზენსის“ 2001-წლიანებს 10 ქულის სხვაობით – 74:64 სძლიეს. "რიზენსს" ევროპის ლიგაში თამაშის გამოცდილება საკმარისად აქვს. რიგის ამ გუნდმა წინა, მოსკოვის ტური 3 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მესამე საკონტროლო მატჩის მოგების შემდეგ მალევე გეზი ესტონეთისკენ აიღო.

ქართველები ქალაქ ტარტუს ამავე სახელწოდების სასტუმროში დაბინავდნენ და 21 ნოემბერს 2 მატჩს გამართავენ. ქორქია-მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ესტონურ „აუდიენტესს“ შეხვდება, ხოლო 18:00 საათზე ფინურ „ჰელსინკის“ დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

21 ნოემბერი

აუდიენტესი, ესტონეთი – „საქართველო 2001“ 12:00

„საქართველო 2001“ - ჰელსინკი, ფინეთი 18:00

22 ნოემბერი

ტარტუ, ესტონეთი - „საქართველო 2001“ 13:30

„საქართველო 2001“ – „მუკი“, ფინეთი 18:00

23 ნოემბერი

პერკუნასი, ლიტვა – “საქართველო 2001“ 10:30

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100909