კალათბურთი

23:23 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგა თითო მოგებ-წაგებით დაიწყო

თითო მოგებ-წაგებით დაიწყო საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ასპარეზობა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონეთის ქალაქ ტარტუში, სადაც თავი 16-მა გუნდმა მოიყარა, დღეს 2 მატჩი გამართა.

პირველ შეხვედრაში ქართველები ესტონურ კლუბ „აუდიენტასს“ დაუპირისპირდნენ და ბრძოლაში – 9 ქულით დამარცხდნენ. ქართველებმა საწყისი 3 პერიოდი დათმეს, შემდეგ თამაში გამოაკეთეს, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დრო არ ეყოთ და საბოლოოდ, 58:67 წააგეს.

საღამოს საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ფინურ „ჰელსინკთან“ გამართა და 26-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა პირველივე მეოთხედში აჩვენა ფინელებს თავისი ძალა, როცა საწყისი მეოთხედი 20:8 მოიგო. ქართველებმა მომდევნო პერიოდებიც მოიგეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 69:43 იმარჯვეს.

ქართველებს ფინელებთან მიხეილ ზურაბაშვილმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა. ლაშა მიქელაძე ჩვენს ნაკრებს 13 ქულით და 11 მოხსნით შეეშველა, გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.

ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 15:30 საათზე მასპინძელთა გუნდ „ტარტუ როკს“ შეხვდება, ხოლო 20:00 საათზე ფინურ „მუკის“ დაუპირისპირდება.

ევროპის ახალგაზრდული (14-წლამდელთა) ლიგა. ტარტუ, ესპონეთი. 21 ნოემბერი

აუდიენტასი (ესტონეთი) – საქართველო U14 67:58

http://www.eybl.lv/new/b_u14_g1_game.php?game_id=2997989&season_id=88405#mbt:103-400$t&0=1

საქართველო U14 – მუკი (ფინეთი) 69:43

http://www.eybl.lv/new/b_u14_g1_game.php?game_id=2997997&season_id=88405#mbt:103-400$t&0=1

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090122