“დეილიმეილის” ინფორმაციით, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის ინტერესთა არეალში კიდევ ერთი ფეხბურთელი, “ჰამბურგის” ნახევარმცველი თოლგაი არლსანი მოექცა.
წარმოშობით თურქ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება, თუმცა გამომდინარე ფეხბურთელის უფასოდ გაშვების საფრთხიდან, შესაძლებელია “ჰამბურგმა” მასში თანხა ზამთარშივე მიიღოს და 24 წლის მოთამაშე პრემიერლიგის გუნდში წავიდეს.
პადერბონში დაბადებული თურქი დორტმუნდის “ბორუსიას” აღზრდილია. პროფესიონალურ ფეხბურთში 2009 წელს “ჰამბურგის” მაისურით გამოჩნდა. საინტერესოა, რომ თურქეთის 19 და 21 წლამდე ნაკრებებში თამაშის გარდა, გერმანიის 20 და 21 წლამდე გუნდებში ითამაშა, რაც ამ ტიპის ფეხბურთელებს ახასიათებთ. ფეხბურთელებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში აღიზარდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდი მშობლიური ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში თამაშსაც დათანხმებულან.







