ფეხბურთი

13:25 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯების სასამართლო პროცესი გადაიდო

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი მსაჯების სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსმენის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობა გახლდათ.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა აღიარეს დანაშაული. როგორც ძიების პროცესში, ასევე წინა სასამართლო სხდომაზე. მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა მოხდება”, - განაცხადა მარიამ მარიამიძემ, რომელიც ზვიად ასკაროღლისა და ალექსანდრე გუნთაძის ინტერესებს იცავს.

შეგახსენებთ, სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ 8 არბიტრი დააკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090812