ევროთასის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის საუკეთესო კალათბურთელებად რუსული “კრასნი ოკტიაბრის” და იტალიური “რეჯიო ემილიას” ფორვარდები – ტომეო ტრევისი და აკილე პოლონარა აღიარეს.
ორივე ხსენებული მოთამაშის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 34-ს უწია. ტრევისმა ებრაულ “ჰაპოელთან” მატჩში (69:67) 23 ქულა, 11 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო პოლონარამ “პარი ლევალუასთან” თამაშში (78:72) 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ 34 ბალი აღმოაჩნდა ხსენებული “პარი ლევალუას” ამერიკელ ლეგიონერ შეროდ ფორდსაც, თუმცა, რადგანაც მისმა გუნდმა მარცხი განიცადა, MVP-ს ტიტულზე პრეტენზია ვერ განაცხადა.