ევროპული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალმა" მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდის წევრი გორკა საბარტე მორენო დაიმატა. ახალგაზრდა მცველი ესპანეთში მორიგ ტალანტად ითვლება.
ესპანეთში არასრულწლოვანი ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გაფორმება არ შეიძლება, ინგლისში კი ამისი პრობლემა არაა. ესპანელი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, 2015 წლის 9 იანვარს 16 წლის გახდება და "მეთოფეებიც" მას კონტრაქტს გაუფორმებენ.
არსენ ვენგერი დიდი ხანია მოხიბლულია ესპანელი ფეხბურთელის თამაშით. ფრანგის განსაკუთრებული მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან უკვე კარგადაა ცნობილი. ლონდონელთა თავკაცმა სესკ ფაბრეგასი "ბარსელონადან" ახალგაზრდულ ასაკში წაიყვანა და ესპანელი გუნდის კაპიტანიც გახლდათ.







