ბრიტანულმა BBC-მ 2014 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად ალჟირის ეროვნული ნაკრების და პორტუგალიური "პორტუს" ნახევარმცველი იასინე ბრაჰიმი დაასახელა.
24 წლის ფეხბურთელი პირველი ალჟირელი მოთამაშეა, რომელმაც აღნიშნული ტიტული მოიპოვა. აღნიშნული BBC-ის დაჯილდოება უკვე ტრადიციულია. BBC აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1991 წლიდან ასახელებს. 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი იაია ტურე გახდა.







