ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი “ფილადელფია სიქსერზი” ლიგის ანტი-რეკორდის დამყარებას გადაურჩა. ფილადელფიელებს ზედიზედ 17 წაგება ჰქონდათ და ერთხელაც რომ დამარცხებულიყვნენ, 2009-10 წლების სეზონში, “ბრუკლინ ნეთსის” ანტი-რეკორდს გაიმეორებდნენ. “სიქსერსმა” სირცხვილი თავიდან მინესოტაში აიცილა, სადაც “ტიმბერვულვზს” 85:77 სძლია.







