ფეხბურთი

15:26 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვს გერმანიაში “ბაიერნის” დომინანტობა არ აღელვებს

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს ბუნდესლიგაში “ბაიერნის” დომინანტობა არ აღელვებს. ასე უპასუხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის თავკაცმა ჟურნალისტს, რომელსაც აინტერესებდა მიუნხენელთა დიდი უპირატესობა სხვა კლუბებთან შედარებით გერმანიის ჩემპიონატის დონეს ხომ არ დასწევს.

“სხვა კლუბებთან შედარებით “ბაიერნის” დიდი უპირატესობა არ მაღელვებს. ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ეროვნული პირველობა და კარგი საფეხბურთო აკადემიები გვაქვს, რომლებშიც შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს” – იუწყება ლიოვის სიტყვებს გერმანული გამოცემა Sport Bild-ი.

მიმდინარე სეზონში 13 ტურის შემდეგ, “ბაიერნი” 33 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ “ვოლფსბურგს” 26 ქულა აქვს.

თეგებილიოვი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08709