ხვალ, 6 დეკემბერს 12 საათზე ვერის ბღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთი, ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძეა, შეიძლება ითქვას, რომ მას ზედიზედ მესამედ აირჩევენ პრეზიდენტის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ გია გიორგაძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.







