მადრიდის “რეალი” ახალგაზრდა შემტევს, ხესე როდრიგესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს – გვამცნობს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.
 
 მადრიდული გაზეთის ცნობით, “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა ხესეს 2021 წლამდე კონტრაქტს შესთავაზებს, ხოლო გასამრჯელოს სახით წელიწადში 2 მილიონი ევრო ექნება. 
 
 შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ხესემ მარტის შემდგომ პირველად ითამაშა და დაბრუნება “კორნელიას” კარში გატანილი გოლით აღნიშნა.









