სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:45 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი შეაჩერეს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტური ცენტრალური მატჩით გაიხსნა, რომელშიც ფლორენციის ”ფიორენტინამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ რეალური საგოლე მომენტები შეხვედრაში თითქმის არ შექმნილა და მატჩიც ლოგიკური ფრით დასრულდა.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ფრანგ პოლ პოგბას შეექმნა, რომლის დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა ბრაზილიელი ნეტოს კარს. შეხვედრის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და ისეთ ტემპში წარიმართა, როგორც პირველი 45 წუთი. “არტემიო ფრანკიზე” გამართულ მატჩს დაძაბულობა თან ახლდა, რაც ფეხბურთელებს კლასის გამოვლენაში აშკარად ხელს უშლიდათ. მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ტურინელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ, პოლ პოგბას ჩაწოდებული ბურთი ბორხა ვალეროს ხელზე მოხვდა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. “იუვემ” “რომასთან” სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. “ფიორენტინა” 20 ქულით მე-8 ადგილზე აღზევდა.

“ფიორენტინა” - “იუვენტუსი” 0:0 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; სავიჩი, როდრიგესი, ბასანტა; კუადრადო (კურტიჩი 86), ბორხა ვალერო, პიზარო, მატი ფერნანდესი, ალონსო; ხოაკინი (აკვილანი 78), გომესი (ბაბაკარი 69)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ოგბონა, ბონუჩი, კიელინი; პერეირა (პადოინი 88), ვიდალი, პირლო (მარკიზიო 79), პოგბა, ევრა; კომანი (ტევესი 61), ლორენტე

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გაფრთხილებები: პიზარო (28), კუადრადო (40) - ოგბონა (35), კიელინი (37), პოგბა (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (1) - 8 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:5 გაფრთხილებები: 2:3

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8 გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7 ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) - 7 მაურო იკარდი (“ინტერი”) - 7 ჟერემი მენეზი (“მილანი”) - 7

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095183