კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-12 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, სადაც ქართველი ნახევარმცველები გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე გამოდიან, სახლში გათამაშების ლიდერ აპოელ-თან 0:1 დამარცხდა.
აბურჯანიას მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ არ უთამაშია, ხოლო მაისურაძემ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. მან 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ანორთოსისის” 16 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-6 ადგილი უკავია.









