იტალიის სერია A-ს მე-14 ტური 5 შეხვედრით გაგრძელდა. გამოსარჩევია, რომ უქულოდ დარჩნენ მილანური გრანდები, ხოლო რაფა ბენიტესის “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ემპოლისთან მხოლოდ ქულა გადაარჩინა.
დღის პირველი მატჩი სწორედ სტადიო “სან პაოლოზე” გაიმართა, რომელშიც “ნაპოლიმ”, როგორც უკვე ვთქვით, ლევან მჭედლიძის “ემპოლი” მიიღო. ბენიტესის გუნდს წაფორხილების უფლება აღარ ჰქონდა, თუმცა მატჩის მსვლელობამ დაგვანახა, რომ ნეაპოლელები სასურველი ფრომისგან შორს არიან. ანგარიში სტუმართა ახალგაზრდა გამთამაშებელმა სიმონე ვერდიმ გახსნა, რომელმაც გამოცდილი მასიმო მაკარონეს გამოზმილი პასი კარგად შეიშნო და ტოსკანური კლუბი წინ გაიყვანა. სტუმრებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ჯერ მაკარონემ ვერ ივარგა, შემდეგ კი ფრანჩესკო ტავანომ. მეორე ტაიმის დასაწყისში “ემპოლიმ” მაინც გაიტანა. გუნდის კიდევ ერთმა ტალანტმა, 20 წლის ცენტრალურმა მცველმა დანიელე რუგანიმ ნეაპოლელი მცველების დაბნეულობით ისარგებლა და სტატნდარტის დროს საჯარიმოში ჩასულმა მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, მასპინძლები გონზე მოვიდნენ და 67-ე წუთზე კოლუმბიელმა დიუვან ძაპატამ ერთი ბურთი გაქვითა. ძაპატამ მერტენსის მოწოდებული კუთხურისას თავით ყველას დაასწრო. ზუსტად 6 წუთში “აძურამ” ანგარიშიც გაათანბრა. თავი შეცვლაზე შემოსულმა ჯონათან დე გუზმანმა გამოიჩინა. ჰოლანდიელმა ხოსე კალეხონის კარგი თამაში დააგვირგივნა. დარჩენილ დროში მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. შედეგად, “ნაპოლიმ” ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, რაც მე-3 ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. “ემპოლის” რიგებში მოედანზე არ გამოჩენილა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე.
დღის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა გენუაში გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთმა აღმოჩენა “ჯენოამ” “მილანს” უმასპინძლა. კვლავ ვერ ივარგა “მილანმა”, რომელიც “როსობლუსთან” ვერაფერს გახდა. მატჩის გადამწყვეტი გოლი მასპინძელთა კაპიტანმა ლუკა ანტონელიმ 32-ე წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვებით გასპერინის გუნდი ერთპიროვნულად აღზევდა საპატიო მე-3 პოზიციაზე, “როსონერი” კი ერთი ადგილით ქვემოთ ჩამოქვეითდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 5 ქულით დაშორდა.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა პარმაში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა რომის “ლაციო” მიიღო. ერთ დროს იტალიური ფეხბურთის ორი ძალიან კარგი და შემოქმედი გუნდი მიმდინარე სეზონში ცუდად ასპარეზობენ. შეიძლება ითქვას, “პარმას” თამაშს უკვე ცუდიც აღარ ეწოდოს. პარმეზანელბმა ამჯერადაც მარცხი განიცადეს. არადა მათთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ტაიმის ბოლო წუთზე რაფაელე პალადინომ დონადონის გუნდი დააწინაურა. სანტაკროჩემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას პალადინომ დაასწრო და ანგარიში გახსნა. ემილიელთა სიხარულმა ცოტა ხანს გასტანა, მსაჯის მიერ პირველ ტაიმს დამატებულ დროში, რომაელთა კაპიტანმა სტეფანო მაურიმ სტატუსქვო აღადგინა. მეორე ტაიმში “ბიანკოჩელესტემ” გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც შეძლო. 59-ე წუთზე რომაელებმა მასპინძელთა კაპიტნის ალესანდრო ლუკარელის უყურადღებობით ისარგებლეს და ანდერსონმაც იაკობუჩის კარში 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა. “პარმას” 14 ტურის შემდეგ, მხოლოდ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე მყარადაა გამაგრებული. “ლაციომ” კი ამ გამარჯვებით 23 ქულას მოუყარა თავი და მე-5 ადგილზე აინაცვლა.
უხვგოლიანი და დრამატული მატჩი გაიმართა ბერგამოში. “ატლეტი აძურიზე” ერთმანეთს ჩემპიონატის აუტსაიდერები “ატალანტა” და “ჩეზენა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრთათვის ძალიან კარგი სცენარით დაიწყო. მათ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით წინ გასვლა შეძლეს. დეფრელმა 31-ე და 43-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. პირველ შემთხვევაში ფრანგმა თავდამსხმელმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, ლამაზი ფინტებით მცველს თავბრუ დაახვია და მეკარე სპორტიელოს შორეულ კუთხეში გაუტანა. 12 წუთის შემდეგ კი უკვე საპირისპირო კუთხეში დაარტყა და ისევ იხეირა. “ატალანტამ” ერთი ბურთის გაქვითა შესვენებამდე შეძლო. ტაიმის ბოლო წუთზე დეფრელის თანამემამულე ბენალუანემ ბურთი საჯარიმოში მკრედზე კარგად მიიღო და მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ნიკოლა ლეალის კარში. მეორე ტაიმის საწყისი წუთები “ჩეზენასთვის” კოშმარული გამოდგა. ჯერ 50-ე წუთზე გუილერმო სტენდარდომ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ორი წუთის შემდეგ, არგენტინელმა მაქსი მორალესმა ლეალისა და დანიელე კაპელის უხეში შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. საბოლოოდ მატჩი კოლანტუონოს გუნდმა 3-2 მოიგო და მე-15 ადგილზე აღზევდა. პიერპაოლო ბიზოლის “ჩეზენა” კი ისევ მე-19 პოზიციას იკავებს მოპოვებული 8 ქულით.
დღის ბოლო შეხვედრა მილანში, “ჯუზეპე მეაცას” სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც “ინტერმა” “უდინეზეს” უმასპინძლა. მასპინძელთა დამრიგებელი რობერტო მანჩინი ჩემპიონატში პირველი სამი ქულის მოპოვებას გეგმავდა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. “ნერაძურისთვის” თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. ტაიმის ბოლოსწინა წუთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, არგენტინელმა მაურო იკარდიმ ფრედი გუარინის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ჩემპიონატში თავისი მე-8 გოლის გატანა შეძლო. მეორე ტაიმი კი განსხვავებულად წარიმართა და “ინტერის” ექს დამრგებლის, ანდრეა სტრამაჩონის გუნდმა არათუ ანგარიშის გათანაბრება, არამედ მილანიდან სამი ქულის წაღებაც მოახერხა. მე-60 წუთზე თავი პორტუგალიელმა ფერნანდესმა გამოიჩინა, ვინაც ბურთის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა და ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა. ფრიულელებს გამარჯვება ფრანგმა თვდამსხმელმა სირილ ტერომ მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მოუტანა. ტერომ მას შემდეგ იხეირა, რაც მოწინააღმდეგე როდრიგო პალასიოსგან შესაშური სიზუსტის პასით მეკარე ჰანდანოვიჩთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭივრებია. საბოლოოდ “ინტერმა” ისევ წააგო. მილანელთა მოუგებელი მატჩთა სერია უკვე ხუთს შეადგენს, სატურნირო ცხრილში კი მე-12 ადგილამდეა დაშვებული.
სერია A-ს მე-14 ტური ორშაბათს, ორი შეხვედრით დასრულდება. “კალიარი” “კიევოს”, ხოლო “ვერონა” “სამპდორიას” უმასპინძლებს.
“ნაპოლი” – “ემპოლი” 2:2 (0:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, ენრიკე, გულამი; ლოპესი, ჟორჟინიო; კალეხონი, ჰამშიკი (იგუაინი 61), მერტენსი (დე გუზმანი 69); ძაპატა (გარგანო 83)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი (ბარბა 73); ვეკინო, ვალდიფიორი, კროჩე (ლაქსალტი 62); ვერდი (ზიელინსკი 78); ტავანო, მაკარონე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 ვერდი (19), 0:2 რუგანი (53), 1:2 ძაპატა (67), 2:2 დე გუზმანი (73)
გაფრთხილებები: მაჯო (63), ალბიოლი (69) - ლაქსალტი (63), მარიო რუი (73)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (10) - 10 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:2 გაფრთხილებები: 2:2
მსაჯი: ანჯელო კალვალერა
“ატალანტა” – “ჩეზენა” 3:2 (1:2)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბენალუანე, კერუბინი, დელ გროსო; ძაპაკოსტა (დ’ალესანდრო 32), ჩიგარინი, კარმონა, გომესი (ბიანკი 46); მორალესი, დენისი (მილიაჩო 73)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; კაპელი, ლუკინი, ვოლტა, რენძეტი; ჯორჯი (როდრიგესი 69), კაშონე (ტაბანელი 84), დე ფეუდისი; ბრიენცა (ალმეიდა 81); ჯურიჩი, დეფრელი
მწვრთნელი: პიერპაოლო ბიზოლი
გოლები: 0:1 დეფრელი (31), 0:2 დეფრელი (43), 1:2 ბენალუანე (45), 2:2 სტენდარდო (50), 3:2 მორალესი (52)
გაფრთხილებები: კარმონა (13), ბენალუანე (83), სპორტიელო (89) - დეფრელი (32), ლუკინი (49), ჯორჯი (62), დე ფეუდისი (74), რენძეტი (84)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (7) - 8 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:3 გაფრთხილებები: 3:5
მსაჯი: მარკო დი ბელო
“ჯენოა” - “მილანი” 1:0 (1:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო (ანტონინი 84), დე მაიო, რონკალია; ანტონელი, კუჩკა (მარკეზე 71), სტურარო, ბერტოლაჩი; იაგო ფალკე, მატრი (პინილია 81), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; ბონერა, რამი, მექსე, არმერო; ბონავენტურა, დე იონგი, მონტოლივო (პოლი 63); ჰონდა (პაცინი 71), მენეზი, ელ შაარავი (ნიანგი 78)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გოლი: 1:0 ანტონელი (32)
გაფრთხილებები: ანტონელი (56), სტურარო (73), დიეგო პეროტი (90) - რამი (58), მექსე (62)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) - 11 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 12:10 გაფრთხილებები: 3:2
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“პარმა” - “ლაციო” 1:2 (1:1)
პარმა, “ენიო ტარდინი”
“პარმა” (3-5-2): იაკობუჩი; სანტაკროჩე (მენდესი 64), ლუკარელი, კოსტა; რისპოლი, მაური (ბელფოდილი 77), გალოპა (აკქუა 69), ლოდი, გობი; პალადინო, კასანო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, რადუ, ბრაიფიედი (სანა 38); პაროლო, ბილია, ლულიჩი; მაური, ჯორჯევიჩი (კლოზე 74), ანდერსონი (კეიტა 64)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 პალადინო (45), 1:1 მაური (45+3), 1:2 ანდერსონი (59)
გაფრთხილებები: ლოდი (3), სანტაკორჩე (33), გობი (48), აკქუა (88) - ბილია (10), ანდერსონი (58), პაროლო (68), რადუ (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) - 12 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 1:3 გაფრთხილებები: 4:4
მსაჯი: მარკო გუიდა
“ინტერი” - “უდინეზე” 1:2 (1:0)
მილანი, “სან სირო”
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, რანოკია, ჟუან ჟეზუსი, დოდო (დ’ამბროზიო 90); გუარინი, მედელი (ბონაცოლი 90), კუჟმანოვიჩი; კოვაჩიჩი, იკარდი (ოსვალდო 67), პალასიო
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; პირისი, ჰეტრო, დანილო, პასკუალე; ალანი (პინცი 81), ბადუ, ვიდმერი; გილერმე; ფერნანდესი, დი ნატალე (ტერო 64)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლები: 1:0 იკარდი (44), 1:1 ფერნანდესი (60), 1:2 ტერო (71)
გაფრთხილებები: დოდო (49), ბონაცოლი (90) - პინცი (86)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (3) - 15 (6) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 9:4 გაფრთხილებები: 2:1
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) - 8, ანტონიო დი ანტალე (“უდინეზე”) - 7, ჟერემი მენეზი (“მილანი”) - 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7, პაულო დიბალა (“პალერმო”) - 7.









