ესპანური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა, “ვალენსიას” თავდამსხმელს, პაკო ალკასერს 2-მატჩიანი დისკვალიფიციკაცია მიუსაჯა.
ალკასერი “გრანადასთან” შეხვედრაში არასპორტული საქციელის გამო გააძევეს. 2-მატჩის გამოტოვების გარდა, პაკოს ჯარიმის სახით, 600 ევროს გადახდა მოუწევს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.