“ოკლაჰომამ” შინ “კლივლენდი” 103:94 დაამარცხა. “კლივლენდს” ზედიზედ 7 მოგება ჰქონდა. დურანტის დაბრუნებამ “ოკლაჰომა” საგრძნობლად გააძლიერა და გუნდმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. “კავალიერსს” ლებრონ ჯეიმსი აკლდა, “მეფეს” მუხლის ტრავმა აწუხებს. მატჩის მეორე პერიოდში კარი ირვინგმა მუხლი დაიზიანა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და გამთამაშებელი პარკეტს დაუბრუნდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც დურანტმა და მისმა თანაგუნდელებმა 31:19 მოიგეს. “ოკლაჰომას” 9 მოგება და 13 წაგება აქვს, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. “კლივლენდი” კი აღმოსავლეთში მეოთხეზეა.
“ჰიუსტონმა” გასვლით მატჩში, მძიმე ბრძოლაში “საკრამენტოს” 113:109 მოუგო. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე “საკრამენტო” 95:92 იგებდა, თუმცა ჯეიმს ჰარდენმა 3-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წამებზე რუდი გეიმ 2-ქულაინი ესროლა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ჯეიმს ჰარდენმა გუნდს ულიდერა. ჰარდენი 3-ქულიანებს აგდებდა, 3-წამიანი ზონიდან იღებდა ქულებს, საბოლოოდ “ბაბუაწვერამ” გუნდს 44 ქულა შესძინა. “საკრამენტოს” მერევე თამაშია ვერ ეხმარება დემარკუს კაზინსი ვირუსის გამო.
“ოკლაჰომა სითი თანდერი” – “კლივლენდ კავალიერსი” 103:94 (18:26, 29:21, 31:19, 25:28)
“ოკლაჰომა”: ვესტბრუკი (26 ქ. 7 მ. 8 პ.), დურანტი (19 ქ. 6 მ. 5 პ.), ჯექსონი (13 ქ.), მოროუ (11 ქ.), ადამსი (8 ქ. 10 მ.), ლემბი (9 ქ.), იბაკა (7 ქ. 2 ბ.), პერკინსი (4 ქ. 7 მ.), კოლინსი (2 ქ.)
“კლივლენდი”: ირვინგი (20 ქ.), ლავი (18 ქ. 16 მ.), დელავედოვა (14 ქ.), ტომპსონი (14 ქ. 13 მ.), ვეიტერსი (14 ქ.), ვარეჟაო (9 ქ. 6 მ.), ჯონსი (3 ქ.), მერიონი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=Zg-iuQKRbT0
“საკრამენტო კინგზი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 109:113 (26:16, 20:20, 23:25, 26:34. Oო.ტ (14:18)
“საკრამენტო”: კოლინსი (24 ქ. 7 პ.), მაკლემორი (21 ქ.), უილიამსი (17 ქ. 5 მ.), გეი (13 ქ. 8 მ. 8 პ.), ტომპსონი (13 ქ. 15 მ.), ლენდრი (7 ქ.), ევანსი (5 ქ.), სტაუსკასი (3 ქ.), ჰოლინსი (2 ქ.)
“ჰიუსტონი”:ჰარდენი (44 ქ. 8 პ.), არიზა (15 ქ. 7 მ.), ბევერლი (15 ქ. 10 მ.), მონტეიუნასი (14 ქ.), ტერი (13 ქ.), დანიელსი (6 ქ.), ბლექი (4 ქ.), ჯონსონი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=iJBQQRkRcL8









