პრემიერლიგის მე-16 ტურის პირველი სათამაშო დღე წარმატებული გამოდგა ძლიერი კლუბებისთვის, ხოლო “საუთჰემპტონმა” ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო და ნელ-ნელა თმობს პოზიციებს.
გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, ლონდონის “ჩელსიმ” “ჰალ სიტის” უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. “არისტოკრატები” მალევე დაწინაურდნენ, მე-7 წუთზე ოსკარის ჩამოწოდებულს ედენ აზარი გამოეხმაურა და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ლონდონელებს პირველ ნახევარში რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შეექმნათ, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა მდგომარეობა უფრო გაიოლდა ტომ ჰადლსტოუნის გაძევების შემდეგ, მე-60 წუთზე “ვეფხვების” ნახევარმცველი ძალიან უხეშად ეთამაშა ფელიპე ლუისს, რისთვისაც წითელი ბარათით დაისაჯა. 68-ე წუთზე ედენ აზარი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა და დიეგო კოშტას მორიგი გოლი გაატანინა პრემიერლიგაში – 2:0. ლონდონელები 39 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან.
თავისი შეხვედრა მოიგო “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც “ლესტერს” ესტუმრა და 3 ქულით დაბრუნდა შინ. შეხვედრა აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს, კარგი მომენტები ჰქონდათ ვარდისა და კამბიასოს, მაგრამ ოდნავ უმტყუვნათ მიზანმა. Kარგი მომენტი ჰქონდა იაია ტურეს, მაგრამ ჰამერმა არ დაანება გატანა, მაგრამ ვეღარაფერი გააწყო ფრენკ ლამპარდთან, რომელმაც 175-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და თავის გუნდს მოაგებინა. მეორე ნახევარში მასპინძლები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდათ და ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:1.
დიდი ანგარიშით მოიგო ლონდონის “არსენალმა”, რომელმაც “ნიუკასლი” მიიღო შინ. “მეთოფეებმა” პირველი ნახევარი ოლივიე ჟირუს გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში სანტი კასორლამ და ჟირუმ დუბლები გაიფორმეს, რასაც პერესის პრესტიჟის გოლი მოჰყვა – 4:1. “არსენალი” 26 ქულით მე-6 ადგილზეა.
ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო “საუთჰემპტონმა”. რონალდ კუმანის გუნდს შეეძლო სულ სხვა შედეგით დაესრულებინა “ბარნლისთან” საგარეო შეხვედრა, მაგრამ მე-60 წუთზე დუშან ტადიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა, რისთვის “წმინდანები” ბერნიმ დასაჯა 73-ე წუთზე – 1:0.
“სანდერლენდთან” გასვლაზე ფრედ ითამაშა “ვესტ ჰემმა” და მე-4 ადგილი შეინარჩუნა. მასპინძლები ხორდი გომესის გოლით იგებდნენ, თუმცა დაუნინგმა მალევე შეძლო გათანაბრება – 1:1.
“ვესტ ბრომვიჩმა” შინ “ასტონ ვილა” დაამარცხა მინიმალური სხვაობით, ხოლო “კრისტალ პალასმა” და “სტოკმა” ქულები გაიყვეს.
ლესტერი – მანჩესტერ სიტი 0:1 (0:1)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-2-3-1): ჰამერი, ვასილევსკი, მორგანი, სიმპსონი, კონჩესკი, დრინკვოთერი (კნოკერტი 79), კინგი, კამბიასო, შლუპი (ულოა 64), მაჰრეზი, ვარდი (პაუელი 73).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, კომპანი (დემიჩელისი 77), სანია, კლიში, ფერნანდო, ტურე, ლამპარდი (მილნერი 60), ნასრი, სილვა, პოზო (ნავასი 74).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: ლამპარდი 40.
გაფრთხილებები: ჰარტი, ნასრი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 7(1)-9(4), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 2-9, სეივი: 3-1
ჩელსი – ჰალი 2:0 (1:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ფელიპე ლუისი, მიკელი (რამირესი 82), მატიჩი, ოსკარი (დროგბა 78), ვილიანი (შურლე 80), აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ჰალი (4-1-3-2): მაკგრეგორი, დევისი, ჩესტერი, ელმოჰამედი, რობერტსონი, დოუსონი (ბრიუსი 10), მეილერი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ალუკო (ბრედი 64), იელავიჩი (რამირესი 74).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 1:0 აზარი (7), 2:0 კოშტა (68).
გაფრთხილებები: ვილიანი, კეჰილი, კოშტა – ჰადლსტოუნი, მეილერი, ჩესტერი
გაძევება: ჰადლსტოუნი 60.
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 12(3)-8(0), ჯარიმა: 13-13, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 0-1
კრისტალ პალასი – სტოკი 1:1 (1:1)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, ჰანგელანდი, დანი, კელი, იარდი, ლედლი, იედინაკი, მაკარტური (ბენანი 86), ზაჰა (პანჩონი 61), ბოლასი, შამახი (გაილი 77).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ნ’ზონზი, კამერონი, კრკიჩი (არნაუტოვიჩი 55), უოლტერსი, დიუფი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 1:0 მაკარტური (11), 1:1 კრაუჩი (13).
გაფრთხილებები: შამახი, დანი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 10(3)-7(3), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 9-8, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-2
ბარნლი – საუთჰემპტონი 1:0 (0:0)
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი (ლაფერტი 74), ტრაიპერი, მარნი, ჯონსი, ბოიდი, არფილდი, ინგსი, ბერნსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ალდერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, დევისი, ვანიამა, მანე (ლონგი 78), ჰასკეტი (უარდ-პროუსი 32), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლი: ბერნსი 73.
გაფრთხილებები: ბოიდი – ჰასკეტი, მანე, პელე
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 7(2)-15(4), ჯარიმა: 15-11, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-1
მე-60 წუთზე ტადიჩმა პენალტი ვერ გაიტანა
სანდერლენდი – ვესტ ჰემი 1:1 (1:1)
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, ვერჯინი, რეველიერი, კატერმოლი, ლარსონი, გომესი, ვიკჰემი, ჯონსონი (ალვარესი 70), ალტიდორი (ს.ფლეტჩერი 62).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი, ნოლანი (ვალენსია 81), სონგი, კუაიტე, დაუნინგი, სახო, კეროლი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 გომესი (22 პენ.), 1:1 დაუნინგი (29).
გაფრთხილებები: გომესი, ვიკჰემი – რიდი, დაუნინგი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13(4)-9(8), ჯარიმა: 11-18, კუთხური: 6-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 7-3
ვესტ ბრომვიჩი – ასტონ ვილა 1:0 (0:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი, მაკაული, ლესკოტი, უისდომი, პოცონიოლი, დორანსი (ბერაჰინო 70), მორისონი, ვარელა, სესენიონი, გარდნერი, ბრაუნი.
მწვრთნელი: ალან ირვინი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ოკორე, კლარკი, ჰატონი, სისოკო (ვაიმანი 78), სანჩესი (ვლაარი 78), რიჩარდსონი, კლევერლი, ნ’ზოგბია (დელფი 46), აგბონლაჰორი, ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლი: გარდნერი 72.
გაფრთხილებები: მაკაული, პოცონიოლი, ვარელა, გარდნერი – კლევერლი, ჰატონი
გაძევება: რიჩარდსონი 22.
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 13(5)-7(2), ჯარიმა: 17-12, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-4
არსენალი – ნიუკასლი 4:1 (1:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): შესნი, მერტესაკერი, დებუში, ბელერინი, გიბსი, ფლამინი, ჩემბერლენი, სანჩესი (კოკლენი 86), კასორლა, უელბეკი, ჟირუ (პოდოლსკი 73).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ნიუკასლი (4-2-3-1): ალნვიკი, კოლოჩინი, უილიამსონი, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი, ტიოტი, ამეობი (კაბელია 56), პერესი (არმსტრონგი 82), გუფრანი, სისე (რივიერი 56).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 1:0;3:0 ჟირუ (15;58), 2:0 კასორლა (54), 3:1 პერესი (63), 4:1 კასორლა (88 პენ.).
გაფრთხილებები: ბელერინი, ჩემბერლენი – ტიოტე, ჯანმაატი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 17(4)-10(4), ჯარიმა: 14-15, კუთხური: 9-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-0
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 12. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. აუსტინი (ქპრ) - 8.





