ფეხბურთი

10:57 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ - BBC-ს წლის საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-მ 2014 წლის საუკეთესო უცხოელ სპორტსმენად დაასახელა.

აღნიშნული დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და ტიტული არაბრიტანელ სპორტსმენს გადაეცემა. რონალდუ ლეგენდარული ეუსებიოს შემდეგ მეორე პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელსაც აღნიშნული პატივი ერგო.

2014 წელს რონალდუმ საკლუბო და სანაკრებო დონეზე 58 მატჩი ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი. მიმდინარე წელს პორტუგალიელმა პრიმერადივიზიონში 178-ე მატჩში მე-200 გოლი გაიტანა და აგრეთვე 23-ე ჰეთთრიკიც შეასრულა. პორტუგალიელის “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა ლიგა მეათედ მოიგო, ხოლო რონალდუ "რეალს" 17 გატანილი გოლით დაეხმარა.

0.081617