ფეხბურთი

14:23 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რასინგი" არგენტინის ჩემპიონია

არგენტინის 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული "რასინგი" გახდა. ბუენოს აირესის გუნდმა ჩემპიონატის ბოლო ტურში "გოდოი კრუზი" რიკი სენტურიონის გოლის წყალობით დაამარცხა, მეორეადგილოსან "რივერ პლეიტს" ორი ქულით გაუსწრო და პრიმერადივიზიონის გამარჯვებულიც გახდა.

კლუბმა ბოლოს არგენტინის ჩემპიონობა 13 წლის წინ იზეიმა. "რასინგმა" და "რივერ პლეიტმა" კოპა ლიბერტადორესის თასის საგზური მოიპოვეს.

"რასინგის" თავდამსხმელი დიეგო მილიტო გახლავთ, რომელიც გუნდს ჩემპიონობაში 2001 წელსაც დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15125