დღეს, 15 დეკემბერს, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში განთავსებულ შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გამართა.
ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მერვედფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
- პსჟ (საფრანგეთი) - ლონდონის "ჩელსი" (ინგლისი)
- "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - "ბარსელონა" (ესპანეთი)
- ლევერკუზენის "ბაიერი" (გერმანია) - მადრიდის "ატლეტიკო" (ესპანეთი)
- ტურინის "იუვენტუსი" (იტალია) - დორტმუნდის "ბორუსია" (გერმანია)
- გელზერკირხენის "შალკე" (გერმანია) - მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
- დონეცკის "შახტარი" (უკრაინა) - მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)
- ლონდონის "არსენალი" (ინგლისი) - "მონაკო" (საფრანგეთი)
- "ბაზელი" (შვეიცარია) - "პორტუ" (პორტუგალია)
როგორც ხედავთ, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მერვედფინალურ ეტაპზე "ბარსელონას" უკვე მეორედ დაუპირისპირდება. წინა შემთხვევაში გამარჯვებული "ბლაუგრანა" გახდა. საინტერესო დაპირისპირება გველის "იუვენტუსი" - "დორტმუნდის" და პსჟ - "ჩელსის" წყვილებში. ტურინირის მოქმედი ჩემპიონი “სამეფო კლუბი” "შალკეს" დაუპირისპირდება, ხოლო "ლივერპულის" ჯგუფში ჩამოტოვებელ "ბაზელს" შანსი ექნება კიდევ ერთ სენსაცია გამოაცხოს და მეოთხედფინალის საგზური "პორტუს" დამარცხებით მოიპოვოს.
მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩებს მეორეადგილოსნები შინ 17-18 და 24-25 თებერვალს გამართავენ, ხოლო საპასუხო შეხვედრებს პირველადგილოსნები 10-11 და 17-18 მარტს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა კი 20 მარტს გაიმართება.









