რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ნიონში დასრულდა ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრა. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული “სევილია” გერმანულ “გლადბახს” შეხვდება, ჩემპიონთა ლიგიდან დაქვეითებული “რომა” ჰოლანდიურ “ფეინოორდთან” გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო “ლივერპული” თურქულ “ბეშიქთაშთან”.
ძალიან საინტერესო წყვილებია: “ტოტენჰემი” - “ფიორენტინა”, “სელტიკი” – “ინტერი” და “პსვ ეინდჰოვენი” – “ზენიტი”.
რაც შეეხება ჯაბა კანკავას “დნიპროს”, უკრაინული კლუბი ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” შეეტოქება.
უეფას შტაბ-ბინაში კენჭი შემდეგ წყვილებს უყარეს:
იანგ ბოიზი (შვეიცარია) – ევერტონი (ინგლისი)
ტორინო (იტალია) – ბილბაო (ესპანეთი)
სევილია (ესპანეთი) – გლადბახი (გერმანია)
ვოლფსბურგი (გერმანია) – სპორტინგი (პორტუგალია)
აიაქსი (ჰოლანდია) – ლეგია (პოლონეთი)
ოლბორგი (დანია) – ბრიუგე (ბელგია)
ანდერლეხტი (ბელგია) – დინამო (რუსეთი)
დნიპრო (უკრაინა) – ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ტრაბზონი (თურქეთი) – ნაპოლი (იტალია)
გენგამი (საფრანგეთი) – დინამო (უკრაინა)
ვილიარეალი (ესპანეთი) – ზალცბურგი (ავსტრია)
რომა (იტალია) – ფეიენოორდი (ჰოლანდია)
პსვ (ჰოლანდია) – ზენიტი (რუსეთი)
ლივერპული (ინგლისი) – ბეშიქთაში (თურქეთი)
ტოტენჰემი (ინგლისი) – ფიორენტინა (იტალია)
სელტიკი (შოტლანდია) – ინტერი (იტალია)
შეგახსენებთ, რო 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 19, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 26 თებერვალს გაიმართება.






