სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:57 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონის” დამაჯერებელი გამარჯვება

ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის დასკვნით შეხვედრაში ლივერპულის “ევერტონმა” შინ “ქუინ პარკ რეინჯერსი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.

“ევერტონმა” თავიდანვე შეუტია მეტოქეს, რომელმაც მხოლოდ ნახევარი საათი გაძლო. 33-ე წუთზე როს ბარკლიმ შორიდან გაისროლა, მცირე რიკოშეტი და გრინი უძულური აღმოჩნდა. მეორე ბურთიც რიკოშეტით გავიდა – მირალაშის საჯარიმო დარტყმული ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელს მოხვდა და სხვაობა გაიზარდა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს, რაც მალევე მესამე გატანილ გოლში აისახა. 53-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ეიდენ მაკგიდიმ გაილაღა, რომელმაც ბურთი თავზე დაასვა ნეისმიტს და მასაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. შტუმრებმა ერთადერთი რაც მოახერხეს, პრესტიჟის ბურთის გატანაა – მე-80 წუთზე მუტჩის დარტყმული ცუდად მოიგერია ტიმ ჰოვარდმა, დამატებაზე შეცვლაზე შემოსული ბობი ზამორა გაჩნდა და ანგარიში დაასველა – 3:1. “ევერტონი” 21 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო ჰარი რედნაპის კრებული 14 ქულით მე-18 პოზიციაზეა.

ევერტონი – ქპრ 3:1 (2:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, ბეშიჩი, ბარკლი, მირალაში (კონე 91), მაკგიდი (პიენაარი 73), ნეისმიტი, ლუკაკუ (ეტო’ო 77).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ქპრ (4-1-4-1):
გრინი, ონიოჰა, დანი, იუნი, ისლა, ბარტონი, ფერი (კრანჩარი 77), მუტჩი, ფილიპსი (ზამორა 59), ჰოილეტი, ვარგასი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0 ბარკლი (33), 2:0 მირალაში (43), 3:0 ნეისმიტი (53), 3:1 ზამორა (80).
გაფრთხილებები: ბეინსი – მუტჩი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 13(5)-17(4), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 1-8, თამაშგარე: 4-4, სეივი: 3-2

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 12. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. აუსტინი (ქპრ), ბონი ("სუონსი") - 8.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169029