ფეხბურთი

15:30 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მე-16 ტურის სიმბოლური

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის "მანჩესტერ იუნაიტედის", ლონდონის "არსენალის" და "ტოტენჰემის" ერთბაშად სამ-სამი ფეხბურთელი მოხვდა.

თითი-თითო წარმომადგენელი კი "ევერტონს" და ლონდონის "ჩელსის" ჰყავს. მე-16 ტურის საუკეთესო ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება.

მეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")

მცველები: ჰექტორ ბელერინი ("არსენალი"), სიმუს კოლემანი ("ევერტონი"), ფედერიკო ფაციო, ბენ დევისი (ორივე "ტოტენჰემი").

ნახევარმცველები: ედენ აზარი ("ჩელსი"), სანტიაგო კასორლა ("არსენალი"), კრისტიან ერიქსენი ("ტოტენჰემი"), ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი").

თავდამსხმელები: ოლივერ ჟირუ ("არსენალი"), რობინ ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159516