სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიასა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უკანახაზელი გიორგი ცინცაძე ხანმოკლე უქმობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ცინცაძე ვირუსით იყო ავად და რამდენიმე ვარჯიში ამის გამო გააცდინა.







