ფეხბურთი

23:20 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვამ საუკეთესო ნაკრები დაასახელა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავიდ სილვამ ყველა დროის საუკეთესო ნაკრები დაასახელა. 28 წლის ფეხბურთელის საუკეთესო მოთამაშეთა განლაგება 4-4-2 სისტემისაა.

სილვას საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. ესპანელის გუნდი ძირითადად მადრიდის "რეალის" და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

სილვას ყველა დროის საუკეთესო ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: იკერ კასილიასი

მცველები: კაფუ, სერხიო რამოსი, კარლეს პუიოლი, რობერტო კარლოსი.

ნახევარმცველები: მიკაელ ლაუდრუპი, კლოდ მაკელელე, პატრიკ ვიეირა, ლუიშ ფიგუ.

თავდამსხმელები: რონალდო, მესი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099657