ფეხბურთი

16:38 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა, რომელშიც 32 პენალტი დაარტყეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშების შეხვედრაში უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა. “უორჩესტერისა” და “სკანთროპის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი “სკანთროპმა” 14:13 დაამარცხა მეტოქე.

კიდენმინსტერში გამართული თამაშში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს სკანტორპელმა მადენმა გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე გედესმა გაათანაბრა. ძირითადი დროის დარჩენილსა და დამატებით დროში გოლი არ გასულა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ორივე გუნდის მოთამაშეებმა საერთო ჯამში 32 პენალტი შეასრულეს.

ზემოთხსენებულმა გედესმა 2 პენალტის გატანა შეძლო. “უორჩესტერის” ფეხბურთელებმა 3 თერთმეტმეტრიანის, ხოლო “სკანთროპის” ფეხბურთელებმა 2 თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხეს. გადამწყვეტი დარტყმა “ბლექპულისა” და “ჩარლტონ ატლეტიკის” ყოფილმა ფეხბურთელმა მიგელ ანხელ ლერამ შეასრულა. მისმა გოლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098846