ფეხბურთი

16:33 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ “მესამე პირებს” ფეხბურთელების სატრანსფერო უფლებების ქონა აუკრძალა 

2015 წლის 1 მაისიდან ე.წ. “მესამე პირებს” ფეხბურთელთა სატრანსფერო უფლებების განკარგვის საშუალება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ფიფას აღმასკომმა გადაწყვიტა.

ამ აკრძალვის მიუხედავად, მოქმედი კონტრაქტები ძალაში ვადის ამოწურვამდე დარჩება. ამასთანავე, 2015 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე მოთამაშეები ე.წ. “მესამე პირებთან” ახალ ხელშეკრულებას ერთ წელზე მეტი ვადით ვერ გააფორმებენ.

“მესამე პირების” მიერ ფეხბურთელთა სატრანსფერო უფლებების განკარგვა ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159937