ყველაზე სადაო თემა საუკეთესო გოლების გამოვლენაა. ბევრი შეიძლება ამ ვიდეოს არ დაეთანხმოს და ყველამ თავისი ათეული შეადგინოს, თუმცა ზემოთ მოცემულ ვიდეოში მსოფლიო ვარსკვლავების მიერ გატანილი გოლები აშკარად მოწონებას იმსახურებს. პირველ ადგილზე ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი გავიდა. მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის 2001/02 წლების სეზონის ფინალში ლევერკუზენის "ბაიერის" კარში საუცხოო გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლია. შვედმა თავდამსხმელმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებს გენიალური გოლი გაუტანა - ჰარტმა თავისი საჯარომოდან ბურთი თავით გამოიტანა, ზლატანმა კი საკმაოდ შორიდან მაკრატელა დარტყმით გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი გოლი შეაგდო.
ბრაზილიელმა რივალდომ აგრეთვე საუცხოო მაკრატელა დარტყმით "ვალენსია" დაამწუხრა. იხილეთ ვიდეო და კიდევ ერთხელ დატკბით მსოფლიო ვარსკვლავების მიერ გატანილი გოლებით.







