ბრიტანულმა football daily-იმ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ათეული გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი გარეთ ბეილი გახლავთ. 2013 წლის 1 სექტემბერს სამეფო კლუბმა ბეილის ტრანსფერი დაადასტურა და "ტოტენჰემს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო (85.3 მილიონი გირვანქა) გადაუხადა.
მეორე ადგილზე კვლავ "რეალის" ფეხბურთელი პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ. ესპანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 94 მილიონი ევრო (80 მილიონი გირვანქა) გადაუხადეს.
მესამე ადგილზე ძვირადღირებულ ტრანსფერებში "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გახლავთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაციის გამო "ლივერპულიდან" მისი ტრანსფერი ეჭქვეშ იდგა, მაგრამ "ბლაუგრანამ" გარისკა და სუარესში 75 მილიონი გირვანქა გადაიხადა.
მეოთხე ადგილზე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხამეს როდრიგესია. კოლუმბიელი ფეხბურთელი მიმდინარე წელს სუარესის შემდეგ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის ავტორი შეიქმნა. მადრიდელებმა მის სანაცვლოდ 63 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, თუმცა რამდენიმე კვირაში "რეალის" ხელმძღვანელობამ როდრიგესის მაისურების ურიცხვი რაოდენობა გაყიდა და ტრანსფერში გადახდილი თანხის უმეტესი ნაწილი ამოიღო.
დანარჩენ ადგილებს რაც შეეხება, იხილეთ ვიდეო და უფრო კარგად გაეცანით.







