გერმანული Bild-ის ინფორმაციით, ისრაელის მეხუთე დივიზიონის კლუბის “სეგევ შალომის” ფეხბურთელი ატაფ აბუ ბილანი ისრაელის ფეხბურთის ასოციაციამ 99 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც გაირკვა, ფეხბურთელი ერთდროულად ისრაელსა და პალესტინის ლიგაშიც თამაშობდა და როცა ეს ფაქტი გაიგებს, ბილანი დასაჯეს.
ისრაელი და პალესტინა დაუძინებელი მტრები არიან და მათ შორის ომი დღესაც კი მიმდინარეობს. ებრაელები და პალესტინელები ერთმანეთს თავს ესხმიან ხოლმე და ვინ აპატიებდა აბუ ბილანს მოსისხლე მტერის ლიგაში თამაშს. ფეხბურთელი 200 ევროთიც დააჯარიმეს.







