კალათბურთი

0:52 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაბორალ კუჩამ” ადამსი შეიმატა

ესპანურმა “ლაბორალ კუჩამ”, რომლის ღირსებასაც ქართველი თორნიკე შენგელია იცავს, მსროლელის პოზიციაზე ამერიკელი დარიუს ადამსი აიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ბასკები ბო მაკკალების ვარიანტსაც განიხილავდნენ, თუმცა, ბოლოს არჩევანი ადამსზე შეაჩერეს, რომლის საერთაშორისო კარიერაც ფილიპინებში დაიწყო, შემდეგ კი, უკრაინულ და გერმანულ კლუბებშიც უთამაშია.

დარიუსის ბოლო გუნდი ფრანგული “ნანსი” იყო, რომელშიც საშუალოდ 18.2 ქულას, 3.7 პასს და 3.5 მოხსნას აგროვებდა.

25 წლის კალათბურთელი “ლაბორალ კუჩაში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

0.164878