კალათბურთი

14:24 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დურანტი გუნდს “სან ანტონიოსთან” ვერ დაეხმარება

ESPN-ის ცნობით, “ოკლაჰომას” ფორვარდი კევინ დურანტი გუნდს “სან ანტონიოსთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.

დურანტი ტერფის ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა პარკეტზე, თუმცა კევინმა 19 დეკემბერს “გოლდენ სტეიტთან” მატჩში კოჭი დაიზიანა და გუნდს უკვე მეოთხე მატჩია ვეღარ ეხმარება.

“სან ანტონიოს” ტრავმიანობის შემდეგ გუნდს ერთ-ერთი ლიდერი ტონი პარკერი დაუბრუნდა და წინა მატჩში “კლიპერსთან” 26 ქულაც მოუტანა გუნდს. დღევანდელ მატჩში “სან ანტონიოს” კავაი ლეონარდი ვერ დაეხმარება. გრეგ პოპოვიჩის ფავორიტს მარჯვენა ხელის ტრავმა აწუხებს.

“სან ანტონიო”-“ოკლაჰომას” მატჩში დღეს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172049