ფეხბურთი

20:23 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იანუზაით პსჟ დაინტერესდა

როგორც ფრანგული გამოცემა Leparisien იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე ადნან იანუზაი შესაძლოა პსჟ-ში აღმოჩნდეს. ფრანგულ კლუბს ბელგიელის დამატება იჯარის წესით სურს.

19 წლის შემტევს კარიერის ფრანგულ კლუბში გაგრძელება სურს, ვინაიდან ვან გაალი ხშირად არ აძლევს მინდორზე გასვლის საშუალებას. ამას ემატება ის ფაქტი, რომ პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებს თამაშს.

ადნან იანუზაის წარმატებული პერიოდი გასული სეზონის პირველ ნახევარში, დევიდ მოიესის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. მიმდინარე სეზონში კი სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171389