სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:04 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის პირველი წრის იმედგაცრუებები

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ - Goal.Com–მა, გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის იმედგაცრუებათა სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი მოხვდა.

“შავ სიაში” არიან “დორტმუნდელები”: მატიას გინტერი და ჩირო იმობილე, ხოლო “შალკედან” კევინ-პრინც ბოატენგი და სიდნი სემი.

სიმბოლურში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე ბრემენის “ვერდერიდან” და “ჰამბურგიდან” არიან წარდგენილები.

რაც შეეხება პირველი წრის ყველაზე სუსტ მთავარ მწვრთნელს, როგორც მოსალოდნელი იყო აქ პირველობა არავის დაუთმო იურგენ კლოპმა, რომლის გაწვრთნილი “დორტმუნდი” მე-17 ადგილს იკავებს ბუნდესლიგაში.

გერმანული იმედგაცრუებათა სიმბოლური ასეთია:

მეკარე: რაფაელ ვოლფი (“ვერდერი”);
მცველები: ტიმოტი ჩანდლერი (“აინტრახტი”), მატიას გინტერი (“დორტმუნდი”), ასანი ლუკიმია (“ვერდერი”), მატიას ოსტრზოლეკი (“ჰამბურგი”);
ნახევარმცველები: სიდნი სემი, კევინ-პრინც ბოატენგი (ორივე “შალკე”), ლუის ჰოლტბი (“ჰამბურგი”);
თავდამსხმელები: ჩირო იმობილე (“დორტმუნდი”), პიერ-მიჩელ ლასოგა (“ჰამბურგი”);
მწვრთნელი: იურგენ კლოპი (“დორტმუნდი”).

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102484