ვიდეო

14:49 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუს დისკვალიფიკაცია და ფერდინანდის ბოდიში (VIDEO)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ოლივერ ჟირუმ “ქუინზ პარკ რეინჯერსის” წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში წითელი ბარათი 53-ე წუთზე არასპორტული საქციელის გამო მიიღო.

ფრანგი ფეხბურთელი ნედუმ ონუოჰას უხეშად მოექცა, თავის დარტყმა სცადა. მართალია ქპრ-ს ფეხბურთელმა წაქცევით სიტუაცია ლამაზად გააფორმა, მაგრამ ჟირუ გაძევებას ვერ აცდა.

ამ ინციდენტის დროს რიო ფერდინანდი ჟირუს უკნიდან მიეპარა და კისერში ლაზათიანად უთავაზა. მატჩის შემდეგ კი ვეტერანმა თავისი “თვითერის” ოფიციალურ გვერდზე ფრანგს ბოდიში მოუხადა.

ფეხბურთის ასოციაცია მსგავსი ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელს ავტომატურად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით სჯის. თუმცა ინგლისის ფეხბურთის მესვეურები ჟირუს საქციელს განიხილავენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.

იმ შემთხვევაში თუ თავდამსხმელი დაისჯება, ჟირუ “ვესტ ჰემის”, “საუთჰემპტონის” და “ჰალის” წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092507