ინგლისი ჩემპიონატის მე-19 ტური ძალიან საინტერესოდ წარიმართა და პირველ რიგში იმით გამოირჩა, რომ ოთხეულის ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიგო. განსაკუთრებით აღსანიშნავია “მანჩესტერ სიტის” მიერ “ბარნლისთან” შინ ქულების დაკარგვა. მანუელ პელეგრინის კრებული ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და “ჩელსისთან” სხვაობა მინიმუმამდე ვერ შეამცირა.
Boxing day-ის მეორე ტური “უაით ჰართ ლეინზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. მატჩში ძალიან ცოტა მომენტი შეიქმნა და შედეგი სრულიად ლოგიკურია. თუ მაინც ვინმე მოგებას იმსახურებდა, სტუმრები იყვნენ, რომელთაც რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდათ, მაგრამ ფალკაო და პირველ რიგში ვან პერსი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყვნენ. ასევე, ჯონათან მოსმა “წითელ ეშმაკებს” საკამათო ვითარებაში გოლი არ ჩაუთვალა. მასპინძლებს ერთადერთი რეალური მომენტი შეხვედრის ბოლოს შეექმნათ, მაგრამ მეისონმა კარს გადააცილა – 0:0.
ქულები დაკარგა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც გასვლაზე “საუთჰემპტონს” ვერ მოუგო. მე-17 წუთზე სადიო მანემ ჯონ ტერის შეცდომით ისარგებლა და “წმინდანები” დააწინაურა. საპასუხო გოლი ედენ აზარმა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გაიტანა, ბელგიელმა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ორი მეტოქე ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში გაუტანა ფორსტერს. მეორე ნახევარში სტუმრებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხეს – 1:1.
“ჩელსის” წაფორთხილებით ვერ ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც “ბარნლისთან” პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და “არისტოკრატებთან” სხვაობა მინიმუმამდე ვერ შეამცირა. პირველი ნახევარი “ქალაქელებმა” სილვასა და ფერნანდინიოს გოლებით უპრობლემოდ მოიგეს და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ პელეგრინის გუნდი 3 ქულის მოპოვებას ვერ შეძლებდა, მაგრამ სტუმრებმა სასწაული მოახდინეს და ბოიდისა და ბარნსის გოლებით საამაყო ქულა მოიპოვეს – 2:2. “მანჩესტერ სიტიმ” საახალწლო საჩუქარი ვერ შეირგო და “ჩელსისთან” სხვაობა კვლავ 3 ქულაა.
“ბოლეინ გრაუნდზე” გამართულ ლონდონურ დერბიში, “არსენალმა” უშუალო კონკურენტი “ვესტ ჰემი” დაამარცხა გასვლაზე და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. “მეთოფეებმა” პირველი ნახევარი კასორლასა და უელბეკის გოლებით მოიგეს. მეორე ნახევარში კუაიტემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მეტის გაკეთება “ჩაქუჩებმა” ვეღარ მოახერხეს – 1:2.
დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლმა” “ევერტონი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ანგარიში მე-5 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა არუნა კონემ გაიტანა. 34-ე წუთზე წონასწორობა პაპის დემბა სისემ აღადგინა და ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარი “კაჭკაჭებმა” მშვენივრად დაიწყეს და პერესმა და კოლბეკმა ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვეს თავიანთ კლუბს. 84-ე წუთზე ერთი ბურთი კევინ მირალაშმა გაქვითა, თუმცა მეტის გაკეთება მერსესაიდელებმა ვეღარ მოასწრეს – 3:2.
“სტოკ სიტიმ” შინ “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა და ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვების გემო გაიხსენა “ლესტერმა”, რომელმაც გასვლაზე მაჰრეზის გოლით დაამარცხა “ჰალი”, ხოლო დანარჩენი ორი შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
ტოტენჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:0
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, დევისი, კირიკეში, მეისონი, სტამბული, თაუნსენდი (დემბელე 79), ერიკსენი, ჩადლი (ლამელა 79), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, მაკნაირი (შოუ 76), ევანსი (სმოლინგი 72), ჯონსი, ვალენსია (რაფაელი 46), იანგი, კერიკი, რუნი, მატა, ვან პერსი, ფალკაო.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გაფრთხილებები: სტამბული, თაუნსენდი – იანგი, მაკნაირი, ფალკაო, რაფაელი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9(4)-9(5), ჯარიმა: 11-19, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 1-6, სეივი: 5-4
საუთჰემპტონი – ჩელსი 1:1 (1:1)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, იოშიდა (გარდოში 62), ფონტე, ალდერვეირელდი, ტარგეტი, ვანიამა, დევისი (ლონგი 77), შნეიდერლენი, მანე, ტადიჩი (უარდ-პროუსი 58), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი, ფელიპე ლუისი, მატიჩი, მიკელი (დროგბა 74), აზარი, ფაბრეგასი, შურლე (ვილიანი 46), კოშტა (რემი 89).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 მანე (17), 1:1 აზარი (45+1).
გაფრთხილებები: იოშიდა, შნეიდერლენი, პელე – მატიჩი, ფაბრეგასი
გაძევება: შნეიდერლენი 88.
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 9(1)-7(1), ჯარიმა: 23-14, კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 0-0
ვესტ ჰემი – არსენალი 1:2 (0:2)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, ტომკინსი, რიდი, კრესველი, ო’ბრაიენი (დემელი 78), სონგი, ამალფიტანო, კუაიტე (ნოლანი 78), დაუნინგი, კეროლი, სახო (ვალენსია 62).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
არსენალი (4-3-3): შესნი, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, დებუში, ფლამინი, კოკლენი, ჩემბერლენი (ჩემბერსი 90), კასორლა, სანჩესი, უელბეკი (გიბსი 85).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 კასორლა (41 პენ.), 0:2 სანჩესი (44), 1:2 კუაიტე (54).
გაფრთხილებები: კეროლი, ტომკინსი, რიდი – სანჩესი, დებუში, კოკლენი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14(4)-21(7), ჯარიმა: 12-13, კუთხური: 7-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-3
მანჩესტერ სიტი – ბარნლი 2:2 (2:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, მანგალა, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდინიო (სინკლერი 88), ფერნანდო, ნასრი (ლამპარდი 76), სილვა, ნავასი, მილნერი (იოვეტიჩი 62).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, ჯონსი, მარნი, ბოიდი, არფილდი, ბარნსი, ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
გოლები: 1:0 სილვა (23), 2:0 ფერნანდინიო (33), 2:1 ბოიდი (47), 2:2 ბარნსი (82).
გაფრთხილებები: ფერნანდო, ნავასი, ზაბალეტა, სილვა - მი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 17(6)-12(3), ჯარიმა: 18-9, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-4
ასტონ ვილა – სანდერლენდი 0:0
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი (ოკორე 61), ვლაარი, ჰატონი, სისოკო, სანჩესი, დელფი, კლევერლი (გრელიში 68), ვაიმანი, ნ’ზოგბია (ბაკუნა 57), ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
სანდერელენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, ჯონსი, ვერჯინი (ბაკლი 78), ბრიდკუტი (კატერმოლი 19), ხ.გომესი, ლარსონი (ჯაკერინი 57), ვიკჰემი, ჯონსონი, ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გაფრთხილებები: ვლაარი – კატერმოლი, ჯონსონი, ჯაკერინი
გაძევება: დელფი 49.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 14(3)-15(3), ჯარიმა: 4-11, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-3
ჰალი – ლესტერი 0:1 (0:1)
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი, დევისი, ბრიუსი, როსენიორი, ქუინი, მეილერი (ინსი 61), ლივერმორი, ბრედი, ელმოჰამედი, გ.რამირესი (იელავიჩი 46), ალუკო (ა.ერნანდესი 62).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ლესტერი (4-4-1-1): ჰამერი, მორგანი, ვასილევსკი, სიმპსონი, კონჩესკი, ჯეიმსი, კამბიასო (დრინკვოთერი 71), მაჰრეზი (დე ლაეტი 71), შლუპი, ნუჯენტი, ულოა (ვუდი 55).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
გოლი: მაჰრეზი 32.
გაფრთხილებები: კონჩესკი
გაძევებები: კონჩესკი (88), ქუინი (94).
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 18(4)-6(2), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-6
ქპრ – კრისტალ პალასი 0:0
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-2): გრინი, დანი, კოლკერი, ჰილი, ისლა, ჰეენრი, ბარტონი, ჰოილეტი, ფერი (ვარგასი 65), ზამორა (რაიტ-ფილიპსი 75), ოსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, მარიაპა, მაკარტური, იედინაკი, ლედლი, ზაჰა (კემპბელი 67), პანჩონი, ბოლასი.
მწვრთნელი: კეიტ მილენი
გაფრთხილებები: ჰილი, ბარტონი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 11(3)-10(3), ჯარიმა: 11-17, კუთხური: 9-4, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-3
სტოკი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (0:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, შოუკროსი, მუნიესა, კამერონი, პიტერსი, ნ’ზონზი, ველანი (უილსონი 85), კრკიჩი (ადამი 78), არნაუტოვიჩი, დიუფი, კრაუჩი (უოლტერსი 63).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ლესკოტი, მაკაული, ბეირდი, უისდომი, მორისონი (ვარელა 63), ბრანტი, გარდნერი, სესენიონი (ბერაჰინო 63), დორანსი (მულუმბუ 80), ბრაუნი.
მწვრთნელი: ალან ირვინი
გოლები: დიუფი 51;66.
გაფრთხილებები: ბრანტი, ბერდი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13(3)-15(4), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 4-4, სეივი: 4-1
ნიუკასლი – ევერტონი 3:2 (1:1)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-4-2): ალნვიკი, კოლოჩინი, უილიამსონი, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი, ტიოტე, სისოკო, გუფრანი (კაბელია 91), პერესი, სისე (რივიერი 73).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ევერტონი (4-2-3-1): ხოელი, დისტინი, ალკარაზი, გარბატი, კოულმენი, მაკკარტი (ბარკლი 46), ბერი, ეტო’ო, მაკგიდი (მირალაში 61), ბეინსი, კონე (ლუკაკუ 72).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 0:1 კონე (5), 1:1 სისე (34), 2:1 პერესი (51), 3:1 კოლბეკი (68), 3:2 მირალაში (84).
გაფრთხილებები: გუფრანი, დუმეტი – მაკკარტი, ალკარაზი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13(6)-9(2), ჯარიმა: 13-7, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-3
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 13. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 12. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 10. პაპის სისე ("ნიუკასლი") - 9. ვილფრიდ ბონი ("სუონსი") - 8.









