ფეხბურთი

13:57 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მამის კვალზე... (+VIDEO)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის ოთხი ბიჭი "სამეფო კლუბის" აკადემიაში იზრდება. ამ ვიდეოში თეო ზიდანის მიერ "ესპანიოლის" თანატოლების წინააღმდეგ მატჩში გატანილი გოლია ასახული. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ფეხბურთელი მამის კვალს დაადგა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა.

მადრიდში იმედოვნებენ, რომ ლეგენდარული ფრანგის ერთ-ერთი ვაჟი "რეალის" მთავარ გუნდში მოხვდება და მამის მსგავსად შესანიშნავად ითამაშებს. ზიდანის უფროსი ვაჟი ენცო 19 წლისაა და "რეალის" სარეზერვო გუნდ "კასტილიას" ღირსებას იცავს. ლუკა 16 წლის გახლავთ და 16-წლამდელებში თამაშობს, თეო 11 წლისაა (12-წლამდელები), ხოლო ნაბოლარა ზიდანი ელიასი - 7 წლის (8-წლამდელებში).

ნახეთ თეოს გოლი და თქვენ თვითონ განსაჯეთ შეუძლია თუ არა ამ ბავშვს მამის კვალზე გაყოლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089508