ფეხბურთი

16:52 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მე-19 ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო მეკარე “სტოკ სიტის” ფეხბურთელი ასმირ ბეგოვიჩი გახდა.

დაცვის ხაზში “ლივერპულის” და “სტოკის” ორ-ორი ფეხბურთელი მოხვდა. ნახევარდაცვის ხაზში “მერსისაიდელთა” ორი, ხოლო “ლესტერის” და ლონდონის “არსენალის” თითო-თითო ფეხბურთელია მოხვედრილი. საუკეთესო თავდამსხმელებად კი “სტოკის” და “ნიუკასლის” მოთამაშეები აღიარეს.

მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ასმირ ბეგოვიჩი (“სტოკი”)

მცველები: ალბერტო მორენო, მარტინ შკრტელი (ორივე “ლივერპული”), ერიკ პიტერსი, მარკ მუნიესა (ორივე “სტოკი”).

ნახევარმცველები: რიად მაჰრეზი (“ლესტერი”), ადამ ლალანა, ფილიპე კოუტინიო (ორივე “ლივერპული”), სანტიაგო კასორლა (ლონდონის “არსენალი”).

თავდამსხმელები: მამე ბირამ დიუფი (“სტოკი”), პაპის დემბა სისე (“ნიუკასლი”).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099703